




პრემიუმ კლასის სასტუმრო "City Center" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: 12 საათიანი დღის და ღამის ცვლები
ანაზღაურება: ფიქსირებული 700 (+ბონუსები)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- აუცილებელია სასტუმროში ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სასტუმროს მართვის პროგრამის (Fidelio/Opera) ცოდნას მიენიჭება უპირატესობად;
- დეტალებისადმი ყურადღებიანი, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
- კომუნიკაბელური, არაკონფლიქტური, პრეზენტაბელური;
- სტრესულ ვითარებაში მუშაობის და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
მოვალეობები:
- სასტუმროში მოსული სტუმრების მიღება - განთავსება, გასტუმრება და ანგარიშწორება;
- ჯავშნების პროგრამულად ასახვა, ეფექტურად გადანაწილება და კონტროლი;
- სტუმრებთან ურთიერთობა და კომუნიკაციის წარმართვა, პრობლემებზე დროული რეაგირება;
- სატელეფონო ზარებზე პასუხი, ინფორმაციის მიწოდება ან საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დეპარტამენტთან გადამისამართება;
- სასტუმროს შიდა ინფორმაციული სისტემის განახლება;
- საბუთების მართვა და ხელმძღვანელობისთვის გადაბარება;
- ყოველი სამუშაო დღის ბოლოს რეპორტის წარმოება და მენეჯმენტისთვის მიწოდება;
- მეგობრული და ეფექტური სერვისის შეთავაზება სტუმრებისთვის;
- მენეჯერის დავალებების შესრულება.
ჩვენ გთავაზობთ:
- კვებით უზრუნველყოფას;
- ყოველთვიურ დამატებით ბონუსურ ანაზღაურებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
- ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.
დაინტერესებულმა პირებმა, ვისი უნარები და გამოცდილება შეესაბამება ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ CV მისამართზე: hr@city-group.ge
წერილის თემის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ადმინისტრატორი".
"სითი გრუპის" სასტუმროების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: City Avenue და City Center
გისურვებთ წარმატებებს!