




კომპანია Softmaster trade გთავაზობთ ვაკანსიას შემდეგი მიმართულებებით:
- ქსელები;
- პროგრამირება;
- მიკრო ელექტრონიკა.
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება კომპიუტერულ მეცნიერებათა განხრით (მიიღებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
- კომპიუტერული ქსელების, ინტერნეტის და საკაბელო სისტემების მოწყობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
- კომპიუტერის ტექნიკური მხარეების ცოდნა;
- ოპერაციული სისტემების ცოდნა;
- პროგრამების ინსტალაციის ცოდნა;
- პერიფერიულ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება;
- სწრაფად ათვისების უნარი და ახალი ტექნოლოგიების შესწავლის სურვილი;
- ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა (სავალდებულოა).
პიროვნული თვისებები:
- ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
- ყურადღება და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- მოხერხებულობა და სისხარტე;
- გუნდში მუშობის უნარი;
- ორიენტირებულობა ახალი ტენდენციების გაცნობასა და პროფესიულ განვითარებაზე.
დამსაქმებელი კომპანიის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ გვერდზე www.smt.com.ge
დაინტერესებულმა კანდიდატებმა მიმდინარე წლის 15 დეკემბრის ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე hr.softmaster@gmail.com, სათაურის ველში მიუთითეთ თქვენთვის სასურველი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.