




დასაქმების სააგენტო ჯობლინკი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. გაყიდვების მენეჯერი ესაჭიროება ქაღალდის პროდუქციის მწარმოებელ კომპანია PaperGeo-ს. http://papergeo.ge/
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი კლიენტების მუდმივი ძიება;
- პოტენციური კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქციის შეთავაზება და გაყიდვა;
- კლიენტების მოძიების გეგმის შემუშავება და განხორციელება;
- გაყიდვების გზებისა და მეთოდების გაუმჯობესებაზე ზრუნვა.
- გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
- შესრულებული სამუშაოს ანგარიშების მომზადება.
ძირითადი მოთხოვნები:
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
აუცილებელი თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
- დამაჯერებელი, არგუმენტირებული და გამართული ვერბალური კომუნიკაცია;
- მოლაპარაკებების ეფექტურად წარმოების უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00 საათამდე;
- სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
- გამოსაცდელი ვადა: 2 თვე.
ანაზღაურება:
- ფიქსირებული ხელფასი: 500 ლარი;
- ბონუსი: რეალიზებული პროდუქციის მოცულობისა და მარჟის მიხედვით.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: hr@joblink.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: გაყიდვების მენეჯერი (PaperGeo).
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომრებზე: + 995 592 995555; +995 322880107.