English
EN GE

UGT აცხადებს 3 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე
 

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის ვიზიტორების დახვედრა და გადამისამართება;
  • თანამშრომლებისთვის ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
  • სხვადასხვა დოკუმენტაციის დაფაილება, მოწესრიგება;
  • კომპანიის სტუმრებთან და თანამშრომლებთან სატელეფონო და ელექტრონული ფოსტით კომუნიკაცია;
  • კორესპონდენციის მიღება/ჩაბარების წარმოება;
  • შესაბამის ბაზებში მონაცემების შეყვანა/განახლება;
  • უშუალო ხელმძღვანელის/კოორდინატორის დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • ადმინისტრაციულ სფეროში მუშაობის  გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა (როგორც წერითი, ასევე ვერბალური);
  • საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
     

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაბელობა;
  • კარგი წერითი უნარები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სიახლის ათვისების უნარი;
  • დროის მართვის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 12:30-21:00 შაბათს მორიგეობით: 09:30-14:00
 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე trainee@ugt.ge

სათაურის ველში მიუთითეთ „სტაჟიორი - ადმინისტრაციული ასისტენტი“

 

თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება და დამუშავდება UGT GROUP-ში არსებული/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან მიმართებაში 1 წლის განმავლობაში.

დიდი მადლობა დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!