English
EN GE

 UGT Group აცხადებს ვაკანსიას დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე 

თანაშემწის მთავარი ფუნქციაა კომპანიის დირექტორის პროდუქტიულობის ხელშეწყობა ადმინისტრაციული საქმიანობისა და მისი სხვა დავალებების შესრულების გზით. თანაშემწის აქტივობები ძირითადში წარიმართება ( თუმცა არ შემოიფარგლება ) ისეთი მიმართულებებით როგორებიცაა: სამდივნო, საკანცელარიო, საორგანიზაციო, მარკეტინგული თუ საბუღალტრო საქმიანობები.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
  • მივლინებების ორგანიზება;
  • საქმიანი მიმოწერა და დოკუმენტების თარგმნა;
  • საქმიანი შეხვედრების ორგანიზება;
  • დოკუმენტებისა და მასალების მომზადება;
  • ინტერნეტსა და სოც-ქსელებში ინფორმაციის მოძიება;
  • პირველადი კომუნიკაცია კომპანიის პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებთან;
  • კომპანიის შემავალი-გამავალი წერილებისა თუ სხვა კორესპოდენციის წარმართვა;
  • პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის გამზადება, დეკლარაციების შედგენა და ინფორმაციულ სისტემაში ატვირთვა;
  • სხვა თხოვნა/მითითებების შესრულება.

ცოდნა და უნარ–ჩვევები: 

  • ქართული და ინგლისური ენები ( როგორც ვერბალურად, ისე წერილობით ). ასევე სასურველია რუსული ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა (MS Windows, Word, Excel, PowerPoint, Outlook); 
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და ყურადღებიანობა;
  • კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა;
  • საზრიანობა და მოხერხებულობა;
  • კეთილსინდისიერება და სანდოობა.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე ugtgrouphr@ugt.ge  არაუგვიანეს 17 ივნისისა. სათაურის ველში მიუთითეთ „დირექტორის თანაშემწე“

 

თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება და დამუშავდება UGT GROUP-ში არსებული/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან მიმართებაში 1 წლის განმავლობაში.

დიდი მადლობა დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!