English
EN GE

UGT აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას პროექტების მართვის სფეროში,  ელექტრობისა და შენობების მართვის სისტემების (BMS) მიმართულებით. 

თუ თვლით, რომ პროექტის მართვის კარგი უნარები გაგაჩნიათ შეიძლება UGT სწორედ ის კომპანია იყოს, სადაც თქვენ შეძლებთ განავითაროთ საკუთარი პოტენციალი და შეიქმნათ წარმატებული კარიერა.
 

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

  • პროექტის დაგეგმვასა და ბიუჯეტის მართვაში მონაწილეობა;
  • პროექტის ყველა ეტაპის შესრულების მონიტორინგში მონაწილეობა;
  • პროექტის რისკების, რეპორტინგისა და პრობლემების მართვა;
  • პროექტის დასრულების კონტროლი დაგეგმილ ბიუჯეტსა და ვადებში;
  • ხელშეკრულებებთან/პროექტებთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ადმინისტრაციული და ფინანსური საკითხების მართვა.
     

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით);
  • პროექტის მართვის პრინციპების ცოდნა;
  • ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Windows, Excel, PowerPoint, Outlook).
     

სპეციალური უნარ-ჩვევები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • კარგი ორგანიზატორული უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დისციპლინირებულობა;
  • გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
  • პრობლემების იდენტიფიკაციისა და დროულად გადაჭრის უნარი.

  

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე მოგვაწოდოთ ელ-ფოსტაზე: hr@ugt.ge, სათაურის ველში მიუთითეთ  „სტაჟიორი პროექტების მართვის მიმართულებით“ რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა: 07.06.2019

თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება და დამუშავდება იუ-ჯი-თი-ში არსებული/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან მიმართებაში 1 წლის განმავლობაში. 

დიდი მადლობა დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!