




UGT აცხადებს ვაკანსიას პროექტების მენეჯერის პოზიციაზე ელექტრობისა და შენობების მართვის სისტემების (BMS) მიმართულებით
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
- პროექტის დაგეგმვა და ბიუჯეტის მართვა;
- პროექტების შესყიდვების დაგეგმვა და მონიტორინგი;
- პროექტის რისკების, რეპორტინგისა და პრობლემების მართვა;
- ხელშეკრულებებთან/პროექტებთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ადმინისტრაციული და ფინანსური საკითხების მართვა;
- დამკვეთთან კომუნიკაციის დამყარება;
- პროექტების ვადების კონტროლი და მართვა;
- პროექტის დასრულების კონტროლი დაგეგმილ ბიუჯეტსა და ვადებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით);
- სამუშაო გამოცდილება პროექტების მართვის მიმართულებით;
- პროექტის მართვის პრინციპების ცოდნა;
- ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Windows, Excel, PowerPoint, Outlook).
სპეციალური უნარ-ჩვევები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დროის მართვის უნარი;
- კარგი ორგანიზატორული უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დისციპლინირებულობა;
- გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
- პრობლემების იდენტიფიკაციისა და დროულად გადაჭრის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე მოგვაწოდოთ ელ-ფოსტაზე: hr@ugt.ge, სათაურის ველში მიუთითეთ „პროექტების მენეჯერი ელექტრობისა და შენობების მართვის სისტემების მიმართულებით“ რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა: 07.06.2019
თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება და დამუშავდება იუ-ჯი-თი-ში არსებული/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან მიმართებაში 1 წლის განმავლობაში.
დიდი მადლობა დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!