English
EN GE

ტურისტული კომპანია გამარჯობა ჯორჯია ტურს ეძებს კანდიდატს რუსულ-ინგლისურენოვანი გიდის პოზიციაზე. 

აღნიშნული კომპანია 2017 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე და არის ერთ-ერთი მოთხოვნადი სწრაფად მზარდი ორგანიზაცია ტურიზმის სფეროში. კომპანია თანამშრომლობს მსოფლიოს 54 ქვეყანასთან და მუდმივად ახორციელებს ტურებს მთელი საქართველოს მასშტაბით. გამარჯობა ჯორჯია ტურს თანამშრომლებს სთავაზობს სასიამოვნო გარემოს, საინტერესო სამუშაო პროცესსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
 

ძირითადი მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • მნიშვნელოვანია რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

  • სტუმრებთანტურისტებთან შეთანხმებულ დროს შეხვედრა და მათთვის დაგეგმილი ტურის განხორციელება;
  • ტურის ლოკაციის მიხედვით სტუმრებისთვისტურისტებისთვის ისტორიის გაცნობა;
  • სტუმრებისთვისტურისტებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაზე ზრუნვა;
  • სტუმრებისტურისტების კმაყოფილებაზე ზრუნვა.

პიროვნული თვისებები:

  • ლოგიკური აზროვნება;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კონფლიქტების მართვის უნარი;
  • თავისუფალი აზროვნება;
  • კეთილშობილება;
  • პუნქტუალობა.
     

სამუშაო პირობები:

  • გრაფიკი: მოქნილი თვეში 20 სამუშაო დღე,  კვირაში არაუმეტეს 40 საათი
  • ანაზღაურება: 1400-1600 ლარი

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და ხართ დაინტერესებული აღნიშნული ვაკანსიით, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ.ფოსტაზე gamarjobageorgia.hr@gmail.com 10 ივნისამდე.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!