English
EN GE

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს მისო „ქართული კრედიტი“ დაფუძნდა– 2006 წელს და მას შემდეგ წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ფინანსურ ბაზარზე. დღეისათვის „ქართული კრედიტი“ საქართველოს მასშტაბით არსებული 14 ფილიალის საშუალებით საფინანსო მომსახურებას სთავაზობს მიკრო და მცირე მეწარმეებს / საწარმოებს და საოჯახო მეურნეობებს.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მისო „ქართული კრედიტი“ აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე:

საზაფხულო ანაზღაურებადი სტაჟირება/უმცროსი საკრედიტო ექსპერტი

ადგილმდებარეობა : თბილისის ფილიალები, რუსთავი, ქუთაისი, გორი, მარნეული ახმეტა, გურჯაანი, ყვარელი, ლაგოდეხი, წნორი, თელავი

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადა: 30 ივნისი, 2019 წელი


ფუნქცია–მოვალეობები:

  • კლიენტების მოზიდვა, საკრედიტო პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება, გაყიდვა;
  • სესხის გაცემის და დამუშავების პროცედურების შესწავლა;
  • საკრედიტო განაცხადის მომზადება, დადასტურების შემთხვევაში სესხის გაცემის უზრუნველყოფა;
  • სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი;
  • შედეგებზე ორიენტაცია – ყოველთვიური გეგმის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დაინტერესებულია გაყიდვებითა და ფინანსურ ორგანიზაციაში კარიერის განვითარებით. უპირატესობა მიენიჭება ბიზნესის, ეკონომიკის, ტექნიკური ან აგრო მიმართულების განათლების მქონე კანდიდატებს;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე (მარნეულისა და რუსთავის კანდიდატებისთვის);
  • გაყიდვების სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.


აუცილებელი უნარები:

  • აქტიურობა, ინიციატივიანობა;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებული.

რას გთავაზობთ ჩვენ?

  • მზარდ ფინანსურ ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილებას;
  • საკუთარ შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებას;
  • ახალი უნარების აღმოჩენას;
  • მზარდ ანაზღაურებას;
  • სასიამოვნო და საინტერესო სამუშაო გარემოს.


პოზიციის პირობები:

  • 2 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება 125 ლარი (დარიცხული) + ბონუსი;
  • კორპორატიული ნომერი სატელეფონო ლიმიტით;
  • სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:30-მდე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ ავტობიოგრაფია (CV) 2019 წლის 30 ივნისი ჩათვლით შემდეგ მისამართზე: vacancy@geocredit.ge

შემდეგი ეტაპისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებს არაუგვიანეს 2019 წლის 15 ივლისისა

გთხოვთ, წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართულ კრედიტში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.