English
EN GE

Unix-ი არის სამშენებლო დეველოპერული კომპანია; ის დიდი ჰოლდინგის ნაწილია, რომელიც ოპერირებს ქართულ ბაზარზე სხვადასხვა მიმართულებით. Unix-ი 2015 წლიდან აშენებს თანამედროვე საცხოვრებელ, სასტუმრო და ინდუსტრიულ შენობებს. კომპანიის ყველაზე კომპლექსური და განსხვავებული პროექტია ყავის ქარხანა კახეთის გზატკეცილზე, რომელის ნომინირებულია რამდენიმე საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსზე. Unix-ი ასევე აშენებს ორ 4-ვარსკვლავიან სასტუმროს თბილისის ცენტრში და ‘ფრანგული უბნის’  საცხოვრებელ კომპლექსს. Unix-ში დასაქმებულია 1000-მდე ადამიანი.

Unix-ის მიზანია მშენებლობის ეფექტური მენეჯმენტი, საცხოვრებელი გარემოსა და უძრავი ქონების განვითარება.

Unix-ის იწყებს მაშტაბური კომპლექსის მშენებლობას, შესაბამისად აცხადებს ვაკანსიას კურსდამთავრებულ ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტთათვის მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
 

მდებარეობა: თბილისი, მარსელის ქ.10

ვებსაიტი: unix.ge 

 

სამუშაოს აღწერა:               

  • მარკეტინგული პოზიციის და კურსის განსაზღვრა;
  • მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და პრაქტიკაში დანერგვა;
  • მარკეტინგული კომუნიკაციების არხების განსაზღვრა და გავითარება;
  • კომპანიის პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
  • კომპანიის საიმიჯო და სარეკლამო სამუშაოების განვითარება;
  • სოციალურ აქტივობების ორგანიზება;
  • მარკეტინგის ჯგუფის პროდუქტიულობაზე მუდმივი ზრუნვა;
  • გაყიდვების ჯგუფთან მუდმივი კომუნიკაცია;
  • არსებული და პოტენციული მომხმარებლის ანალიზი;
  • კომპანიის ხელმძღვანელთან პერიოდული რეპორტინგისა და სამომავლო გეგმების წარდგენა;

 

დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი,შეთანხმებით (8სთ, კვირაში 5 სამუშაო დღე) 

ანაზღაურება:

  • შეთანხმებით, კვალიფიკაციის შესაბამისად;
     

მოთხოვნები:      

  • ბაკალავრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსი მარკეტინგის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • ენები: ინგლისური; რუსული;
  • საოფისე პროგრამები: MS Office;

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ანალიტიკური აზროვნების და პროექტების მართვის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა;

აპლიკანტებმა გამოაგზავნეთ CV-ი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე  hr@unix.ge და აღწერილობაში მიუთითეთ „მარკეტინგის მენეჯერი“. დედლაინი: 07.06 .2019