English
EN GE

Unix-ი არის სამშენებლო დეველოპერული კომპანია; ის დიდი ჰოლდინგის ნაწილია, რომელიც ოპერირებს ქართულ ბაზარზე სხვადასხვა მიმართულებით. Unix-ი 2015 წლიდან აშენებს თანამედროვე საცხოვრებელ, სასტუმრო და ინდუსტრიულ შენობებს. კომპანიის ყველაზე კომპლექსური და განსხვავებული პროექტია ყავის ქარხანა კახეთის გზატკეცილზე, რომელის ნომინირებულია რამდენიმე საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსზე. Unix-ი ასევე აშენებს ორ 4-ვარსკვლავიან სასტუმროს თბილისის ცენტრში და ‘ფრანგული უბნის’  საცხოვრებელ კომპლექსს. Unix-ში დასაქმებულია 1000-მდე ადამიანი.

Unix-ის მიზანია მშენებლობის ეფექტური მენეჯმენტი, საცხოვრებელი გარემოსა და უძრავი ქონების განვითარება.

Unix-ის იწყებს მაშტაბურ კომპლექსის მშენებლობას, შესაბამისად აცხადებს ვაკანსიას კურსდამთავრებულ ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტთათვის პროექტის მენეჯერის პოზიციაზე. 

მდებარეობა: თბილისი, მარსელის ქ.10

ვებსაიტი: unix.ge 
 

სამუშაოს აღწერა:         

  • უძრავი ქონების ბაზრის სეგმენტირება, მუდმივი ანალიზი;
  • კომპანიის პროდუქციის სრულყოფილად ცოდნის საფუძველზე, შეთავაზების და ფასის განსაზღვრა;
  • უძრავი ქონების გაქირავების სეგმენტში სტრატეგიის შემუშავება;
  • კორპორატიული გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
  • ანალიტიკური უნარი, მოკლე და გრძელვადიანი გეგმის შემუშავება;
  • ხშირი მოლაპარაკებებისა და შეხვედრების ორგანიზება;
  • მარკეტინგისა და გაყიდვების ჯგუფთან მუდმივი კომუნიკაცია და პროდუქტიულობაზე ზრუნვა;
  • არსებული და პოტენციული მომხმარებლის ანალიზი;
  • კომპანიის ხელმძღვანელთან პერიოდული რეპორტინგისა და სამომავლო გეგმების წარდგენა;
     

ანაზღაურება:

  • შეთანხმებით, კვალიფიკაციის შესაბამისად;

მოთხოვნები:

  • განათლება: ბაკალავრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსი მარკეტინგის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • ენები: ინგლისური; რუსული;
  • საოფისე პროგრამები: MS Office;
     

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა;
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების და პროექტების მართვის უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • ეფექტური დროის მენეჯმენტი;
  • სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური;
  • დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სიახლეების ათვისების უნარი;
     

აპლიკანტებმა გამოაგზავნეთ CV-ი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე  hr@unix.ge და აღწერილობაში მიუთითეთ „მარკეტინგის მენეჯერი“. დედლაინი: 07.06.2019