English
EN GE

Unix-ი არის სამშენებლო დეველოპერული კომპანია; ის დიდი ჰოლდინგის ნაწილია, რომელიც ოპერირებს ქართულ ბაზარზე სხვადასხვა მიმართულებით. Unix-ი 2015 წლიდან აშენებს თანამედროვე საცხოვრებელ, სასტუმრო და ინდუსტრიულ შენობებს. კომპანიის ყველაზე კომპლექსური და განსხვავებული პროექტია ყავის ქარხანა კახეთის გზატკეცილზე, რომელის ნომინირებულია რამდენიმე საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსზე. Unix-ი ასევე აშენებს ორ 4-ვარსკვლავიან სასტუმროს თბილისის ცენტრში და ‘ფრანგული უბნის’  საცხოვრებელ კომპლექსს. Unix-ში დასაქმებულია 1000-მდე ადამიანი.

Unix-ის მიზანია მშენებლობის ეფექტური მენეჯმენტი, საცხოვრებელი გარემოსა და უძრავი ქონების განვითარება.

Unix-ის იწყებს მაშტაბური კომპლექსის მშენებლობას, შესაბამისად აცხადებს ვაკანსიას კურსდამთავრებულ ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტთათვის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

 

მდებარეობა: თბილისი, მარსელის ქ.10

ვებსაიტი: unix.ge 
 

სამუშაოს აღწერა:               

  • ბაზრის სეგმენტირება;
  • შეთავაზების სპეციფიკაციისა და ფასის განსაზღვრა;
  • ბაზრის კონკურენტული გარემოს შესწავლა და მუდმივი ანალიზი;
  • გაყიდვების მოკლე და გრძელვადიანი გეგმების შემუშავება;
  • გაყიდვების მხარდასაჭერი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
  • გაყიდვების ჯგუფის პროდუქტიულობაზე მუდმივი ზრუნვა და ანალიზი;
  • სერვისის ადმინისტრირება და გაუმჯობესება;
  • ხშირი მოლაპარაკეკებეისა და შეხვედრების ორგანიზება;
  • მარკეტინგის ჯგუფთან მუდმივი კომუნიკაცია;
  • კომპანიის ხელმძღვანელთან პერიოდული რეპორტინგისა და სამომავლო გეგმების წარდგენა;

ანაზღაურება:

  • შეთანხმებით, კვალიფიკაციის შესაბამისად;

მოთხოვნები:             

  • განათლება: ბაკალავრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • ენები: ინგლისური; რუსული;
  • საოფისე პროგრამები: MS Office;

 

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ანალიტიკური აზროვნების და პროექტების მართვის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა;
     

აპლიკანტებმა გამოაგზავნეთ CV-ი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე  hr@unix.ge და აღწერილობაში მიუთითეთ „მარკეტინგის მენეჯერი“. დედლაინი: 07.06 .2019