მაგისტრატურაში ჩარიცხვის წესი
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს საერთო სამაგისტრო გამოცდების/საერთაშორისო გამოცდების, შიდა/გარე მობილობის საფუძველზე ან საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების გარეშე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
სეუ-ში სამაგისტრო პროგრამაზე მიღების დამატებითი პირობებია შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები სპეციალობასა და უცხო ენაში (B2 დონე).
B2 დონის დადასტურება შესაძლებელია ინგლისური ენის შესაბამის დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტით
- BEC exam and CELS exam – Vantage
- Cambridge exam – FCE
- Pritman ESOL International
- TOEIC – 541
- TOEFL – 500 (paper - based) 173 (computer - based) 61 (internet - based)
სხვა ენების შემთხვევაში, შესაბამისი კომპეტენციის დონე განისაზღვრება კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნებით.
მაგისტრანტების კანდიდატების რეგისტრაცია
სეუ-ს მიერ განსაზღვრული სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მიზნით, მაგისტრანტობის კანდიდატთა ადმინისტრაციული რეგისტრაცია მიმდინარეობს სეუ-ში, რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადაში.
ადმინისტრაციული რეგისტრაცია მოიცავს მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ შემდეგი აუცილებელი დოკუმენტების წარმოდგენას:
- პირადობის მოწმობის ასლი
- კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (ბაკალავრის დიპლომი, ცნობა კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე)
- საერთო სამაგისტრო საგამოცდო ბარათი
- საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები
- ფოტოსურათი 3x4 და CD
- სამხედრო აღრიცხვის მოწმობა (ვაჟებისათვის)
- უცხო ენის ცონის არანაკლებ B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი ( Cambridge FCE; BEC Vantage, IELTS 5; TOEFL iBT 87, PTE General Level 3, PTE Academic 59, Trinity ISE II)
მაგისტრანტობის კანდიდატთა გამოცდის შედეგების სეუ-ს ოფიციალურ ვებგვერდეზე გამოქვეყნებიდან 3 დღეში მაგისტრანტობის კანდიდატს უფლება აქვს მიმართოს სეუ-ს სამაგისტრო გამოცდების საპრეტენზიო საბჭოს საპრეტენზიო განაცხადით, რომელიც განიხილავს პრეტენზიებს და საპრეტენზიო განაცხადების მიღების ვადის დასრულებიდან 2 დღეში იღებს გადაწყვეტილებას პრეტენზიების დაკმაყოფილებაზე ან არდაკმაყოფილებაზე.
საპრეტენზიო საბჭოს მუშაობის დასრულებიდან 2 დღეში სეუ გამოსცემს მაგისტრატურაში ჩარიცხვის ბრძანებას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ჩარიცხვა სამაგისტრო გამოცდების გარეშე
სეუ-ში საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების გარეშე სწავლა დასაშვებია:
- მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- პირებისათვის (გარდა ერთობლივი პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში;
- მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კერძოდ:
- უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება;
- საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;
- პირებისათვის (გარდა ერთობლივი პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.