English
EN GE

24 მაისი 2019

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან

23 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტსა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
-

მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის განვითარება, ერთობლივი პროექტების განხორციელება, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება შესაბამისი სასწავლო და კვლევითი პროგრამების, სხვადასხვა სასწავლო კურსების, სემინარების და სხვა აკადემიური, საგანმანათლებლო ღონისძიებების მიმართულებით, ასევე პრაქტიკის შესაძლებლობა სეუ-ს სტუდენტებისთვის.
-
აღნიშნული თანამშრომლობის ორგანიზებაზე აქტიურად მუშაობდა სეუ-ს მესამე კურსის სტუდენტი და ამავდროულად, საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი დავით მარგველაშვილი.